|
2022-07-12 17:10:59, 1010 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - დიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ
დიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ, გასაკვირი ის იქნებოდა, სხვანაირად რომ ყოფილიყო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ცალკე ივანიშვილის და ცალკე საქართველოს წინააღმდეგ "უპრეცედენტო საინფორმაციო ომი" მომდინარეობს. "დამოკიდებულებასაც თავი რომ დავანებოთ, უპრეცედენტო საინფორმაციო ომში, რომელიც ცალკე ივანიშვილის და ცალკე საქართველოს წინააღმდეგ მომდინარეობს, სიმართლის გამარჯვებას უდიდესი პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან, გამორიცხული და შეუძლებელია დავუშვათ ფილანთროპი - მიზანთროპად და ოლიგარქად, სიკეთე - ბოროტებად, დემოკრატია - ავტორიტარიზმად, პერსპექტივა - უიმედობად, წარმატებული ქართული სახელმწიფო - მაჩანჩალად, ძლიერი ქართული და ამაყი ჯარი - მკვდარზე აკიდებულ მკვდრად და ბევრი რომ არ გავაგრძელო, თეთრი შავად შეასაღონ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. თეორიულად რომ დავუშვათ - ეს თუ გაიტანეს, როგორღა უნდა დავიცვათ სიმართლე სხვა მიმდინარე, ყოველდღიურ თემებში?! არ შეიძლება ქართველ ხალხზე გქონდეს წარმოდგენა, რომ მას არ შეუძლია გაარჩიოს ეს ყველაფერი ერთმანეთისგან, ან არ დააფასოს დასაფასებელი და ასე მარტივად გახდეს ყოვლად ამორალური ფეიკპროპაგანდის მსხვერპლი!",- წერს მდინარაძე.
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)