|
2022-07-12 14:22:20, 890 ნახვა
საზოგადოება
გარდაიცვალა 20 წლის ბიჭი, რომელსაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა
გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, გარდაიცვალა 20 წლის ბიჭი, რომელსაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა, როდესაც ტროტუარზე ფეხით გადაადგილდებოდა. სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, დაშავებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩა და გარდაცვალებამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. კობალაძის ქუჩაზე, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, კომპანია DS გრუპი აშენებს მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. „ეს არ იყო ძელი, ხის კოჭა იყო, რომელიც 36 კილოგრამს იწონის და ზემოდან კიდევ რკინის არმატურები ეწყო. კამერებშიც ჩანს ეს ყველაფერი, გრიგალი იყო და გადმოვარდა 250 მეტრის მანძილზე, „შეგვამოწმა შრომის ინსპექციამ, მუნიციპალურმა ინსპექციამაც და დადგინდა, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა გათვალისწინებული გვქონდა. ახლა გამოძიება ელოდება ექსპერტიზის დასკვნებს, მათ შორის, იმაზე, თუ რა სიმძლავრის გრიგალი იყო იმ დროს, როცა ეს კოჭა გადმოვარდა… ვერ დაადგინეს, ამ სიმძიმის ნივთი როგორ უნდა გადმოვარდნილიყო, როცა გვაქვს სამშენებლო უსაფრთხოების ბადეებიც… ეს იყო უბედური შემთხვევა, ურაგანი იყო,“ - განუცხადა მედიას სამშენებლო კომპანია DS გრუპის ხელმძღვანელმა, ოთარ ბერიძემ.
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)