|
2022-07-11 22:33:48, 1204 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობამ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესი დაამტკიცა
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი „ტექნიკური რეგლამენტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიიღეს. პროექტი მომზადებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მიზანია გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების და მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების წესის დადგენა, იმ შემთხვევაში, თუ გარემოს დაზიანების დონე არ შეესაბამება კანონით დადგენილ მნიშვნელოვანი ზიანის კრიტერიუმებს. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში, მკაცრდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი. კერძოდ, გამკაცრდა ტყის რესურსების, ზოგიერთი სახეობის სასარგებლო წიაღისეულის, ასევე ცხოველთა სამყაროს სახეობების (მაგალითად, ბექობის არწივი, ფასკუნჯი, წითელთავა შავარდენი კავკასიურ შურთხი და სხვა) უკანონო სარგებლობისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების წესი, ასევე გასწორდა ტერმინები საქართველოს ტყის კოდექსის მიხედვით.
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)