|
2022-07-09 15:25:10, 1378 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე იაკობი - ევროპასთან შესახვეწი არაფერი არ გვჭირს, ყველამ რომ გაგვწიროს ღმერთი არ გაგვწირავს
არავისი შესახვეწი არაფერი არ გვჭირს, ყველამ რომ გაგვწიროს ღმერთი არ გაგვწირავს. - განაცხადა მეუფე იაკობმა ანტიევროპული ქადაგების დროს. მისივე თქმით,თვითონ ევროპამ უნდა მოინდომოს წესიერად საქართველოსთან დალაპარაკება. "უკრაინას მთელი ევროპა დაუდგა, მადლობა ღმერთს, მოლდოვას რუმინეთი დაუდგა და ჩვენ რუსეთთან ასე შეგვაგდეს. ხედავთ, ლამის რევოლუცია წავიდა, უბრალოდ ხალხმა ნახა, რომ შეხედა, რომ სკამისთვის ბრძოლა იყო და ევროპას არავინ ართმევს. თვითონ ევროპამ უნდა მოინდომოს წესიერად დალაპარაკება. ჯერ ჩვენც უნდა ვისწავლოთ მათთან წესიერად დალაპარაკება, არ შეიძლება თავი დავუხაროთ და ისე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვჭირდება, კანონი გვჭირდება? მივიღოთ კანონი, მაგრამ კანონს ვერ მიიღებ თუ ურთიერთგაგება არ გქონდა და ერთმანეთთან წესიერი ურთიერთობა არ გვქონდა. არავისი შესახვეწი არაფერი არ გვჭირს, დღევანდლამდე მოაღწია ჩვენმა ერმა. კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან საბას დროსაც რა გვიყო და მერე რას გვიშვებოდა, დღესაც რა გვიყო, მაგრამ ღმერთი არ გაგვწირავს, ყველამ რომ გაგვწიროს ღმერთი არ გაგვწირავს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)