|
2022-07-08 19:57:10, 1159 ნახვა
პოლიტიკა
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ევროპის სახმელეთო ძალების კონფერენციას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში გენერალი მათიაშვილი აშშ-ს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს, გენერალ ჯეიმს მაკკონვილს შეხვდა. შეხვედრას ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სახმელეთო ძალების ახლად დანიშნული მეთაური, გენერალი დარილ ვილიამსიც ესწრებოდა. ორმხრივი შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონის უსაფრთხოებაზე და რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე და ამ პროცესში აშშ-ს მხარდაჭერის ინტენსიფიკაციაზე. ევროპის სახმელეთო ძალების ყოველწლიური კონფერენცია გერმანიის ქ. გარმიშში ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხთა კვლევის ევროპულ ცენტრში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის ოცდაათამდე ქვეყნის სახმელეთო ძალების სარდლებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა. კონფერენციაზე მიწვეული იყო საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. მონაწილეებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი მოქმედებები და მისი გავლენის საკითხები გლობალურ უსაფრთხოებაზე. საუბარი შეეხო ურთიერთთავსებადობისა და კოორდინაციის მექანიზმების დახვეწის გზით საბრძოლო მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)