|
2022-07-08 12:13:32, 1524 ნახვა
პოლიტიკა
აუსტრევიჩუსი - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება სუფთა პოლიტიკური პროვოკაციაა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, სუფთა პოლიტიკური პროვოკაციაა,- ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ კანდიდატის სტატუსს საქართველო გარანტირებულად მაშინ მიიღებს თუ ქვეყანა ომში ჩაერთვება. ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს მმართველმა პარტიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს კანდიდატის სტატუსის მიღების პირობაზე და შეწყვიტოს ცრუ სიგნალების გავრცელება. „საქართველოს მმართველმა პარტიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს კანდიდატის სტატუსის მიღების პირობაზე და შეწყვიტოს ცრუ სიგნალების გავრცელება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, სუფთა პოლიტიკური პროვოკაციაა“,- წერს აუსტრევიჩუსი. შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს ირაკლი კობახიძემ „იმედი live” გადაცემაში თქვა - საქართველოში რომ ომი იყოს, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. კობახიძის ამ განცხადებას, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი აბსოლუტურად სწორი ნათქვამი გადაატრიალეს და არასწორად გაიგეს. მისივი თქმით, არავის უთქვამს, ომი თუ არ იქნება, კანდიდატის სტატუსიც არ იქნება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)