|
2022-07-07 22:07:01, 1225 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი Credit Suisse-ზე - აბსტრაქტულად საუბრობენ, რომ თითქოს მათ გააჩნიათ საფუძველი და რეალურად უსაფუძვლოდ ედავებიან ადამიანს
ამ ინსტიტუციას [Credit Suisse] ძალიან მძიმე რეპუტაციულ ზიანს მოუტანს, იმიტომ, რომ აბსტრაქტულად საუბრობენ, რომ თითქოს მათ გააჩნიათ საფუძველი და რეალურად უსაფუძვლოდ ედავებიან ადამიანს და როგორც ჩანს, ამას იყენებენ გარკვეული წნეხისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რეზოლუცია არის სარეკომენდაციო ხასიათის, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. „მეორე ფაქტი ის არის, რომ ეს რეზოლუცია არის სარეკომენდაციო ხასიათის, რომელსაც არავითარი სამართლებრივი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ძვირად დაუჯდება ამ კონკრეტულ ინსტიტუციას, [Credit Suisse] რომელიც უნდა ზრუნავდეს პირველ რიგში მის რეპუტაციაზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებული ვალდებულებების უხეშ დარღვევებზეა საუბარი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)