|
2022-07-07 17:43:44, 1116 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - როდის აქეთ გახდა რეზოლუციები სამართლებრივი ღირებულების მქონე, რომ მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს, აბსურდია
მგონია, რომ შვეიცარიული ბანკი უკვე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა, რაც მოვისმინე, ადვოკატების განცხადებით, სასამართლო დავის საგანს არ წარმოადგენს. როდის აქეთ გახდა რეზოლუციები სამართლებრივი ღირებულების მქონე, რომ მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს, ეს აბსურდია - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიღებულია არაერთგზის გადაწყვეტილება, რომ ბანკს ეკუთვნის თანხის გადახდა. „ის, რა არგუმენტიც მოიყვანა შვეიცარულმა ბანკმა, რომ თურმე რეზოლუცია არის საფუძველი, რომ სანამ სასამართლო არ დამავალებს არ გადავრიცხავ თანხას, ეს არის აბსურდი და სისულელე. მგონია, რომ შვეიცარიული ბანკი უკვე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა, იმიტომ, რომ რაც მე მოვისმინე ადვოკატების განცხადებით, სასამართლო დავის საგანს არ წარმოადგენს. მიღებულია გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ, რომ ეკუთვნის ადამიანს ის თანხა, ეს ერთი და მეორე - როდის აქეთ გახდა რეზოლუციები სამართლებრივი ღირებულების მქონე, რომ მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს, ეს აბსურდია. ის შვეიცარიული ბრენდი, რაც არის საიმედოობა და მყარი სტატუსი შვეიცარული საფინანსო ინსტიტუციების, ამას არღვევს ეს კონკრეტული კომპანია და რატომ აბედინებენ ამდენს, ჩემთვის გაუგებარია. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიღებულია არაერთგზის გადაწყვეტილება, რომ ბანკს ეკუთვნის თანხის გადახდა“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)