|
2022-07-07 12:25:14, 1184 ნახვა
მსოფლიო
BBC - ბორის ჯონსონი პარტიის ლიდერის პოსტს დღეს დატოვებს, პრემიერობას კი შემოდგომამდე გააგრძელებს
ბორის ჯონსონი დღეს კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს დატოვებს, თუმცა პრემიერ-მინისტრის პოსტს შემოდგომამდე გააგრძელებს,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ ზაფხულს კონსერვატიული ლიდერების „რბოლა“ გაიმართება, ახალი პრემიერ-მინისტრი კი ოქტომბერში დაინიშნება. აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონის პოზიცია პრემიერობის რანგში, მის რეიტინგთან ერთად, სულ უფრო დაუცველად გამოიყურება. მას უკვე არაერთმა მინისტრმა გამოუცხადა უნდობლობა. ბოლო დღეების განმავლობნაში, თანამდებობა დატოვა სახაზინო ხაზინის მინისტრმა, ჯონ გლენიმ, იუსტიციის მინისტრმა, ვიქტორია ატკინსმა და სასოფლო ინოვაციისა და კლიმატის ადაპტაციის მინისტრმა, ჯო ჩერჩილი. ასევე, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა და ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა. მინისტრებს გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ, მაგრამ Reuters-ის ცნობით, მინისტრების გადადგომა მოხდა მას შემდეგ, რაც ჯონსონი გამოვიდა ტელევიზიით, რათა ბოდიში მოეხადა კრისტოფერ პინჩერის დანიშვნის გამო, რომელსაც ბრალი ედებოდა მისი ორი კოლეგის შევიწროებაში. ასევე, 6 ივნისს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადეს კარანტინის პერიოდში დარღვეული წესების გამო. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ 2020 და 2021 წლებში წვეულებები იმართებოდა ოფისში საკარანტინო ზომების დაცვის გარეშე, რომელიც მთავრობამ შემოიღო მთელ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო. მონაწილეები დაჯარიმდნენ. ჯონსონმა აღიარა დანაშაული , ბოდიში მოიხადა და გამოაცხადა მზადყოფნა გადაიხადოს ჯარიმა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პრემიერმა ნდობა მიიღო და თანამდებობა არ დატოვა. უნდობლობის გამოცხადების დასაწყებად კონსერვატორებს თემთა პალატაში დეპუტატების 15%-ის ხელმოწერა უნდა შეეგროვებინათ .
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)