|
2022-07-06 14:22:30, 1232 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ომი რომ დაიწყოს, სტატუსი კი არა, ქვეყანა აღარ დარჩება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ხალხის ინტერესები და ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 80-85% უჭერს მხარს, ყველას გვინდა, რომ ვიყოთ ცოცხლები, იყოს მშვიდობიანი, ძლიერი ქვეყანა და გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი და ევროპა ჰქვია და არა განადგურებული, დაბეჩავებული, დანგრეული“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ომს, რადგან ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. „პირველ რიგში, ომი არ დაიწყება, საქართველოში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე. ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს პირველ ადგილზე წამოწეული. ქვეყანამ ომი რომ დაიწყოს, სტატუსი კი არა, ქვეყანა აღარ დარჩება. ეს იქნება უდიდესი პრობლემა. ჩვენ ვნახეთ უკრაინის მაგალითზე, თუმცა, ამ მაგალითს რომ თავი დავანებოთ, ყველამ კარგად გავიხსენოთ, 2008 წელს რა ხდებოდა ქვეყანაში - დაკარგული ტერიტორიები, დაკარგული სოფლები, უამრავი ადამიანის დაკარგული სიცოცხლე, მთავრობის გაქცეული წევრები, დანგრეული ქალაქები და ა.შ. ომი არის ძალიან მძიმე რამ. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)