|
2022-07-06 13:27:08, 1034 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - გაპოლიტიკოსებული არასამთავრობოების მთავარი მიზანი არის არა ევროპა, არამედ ძალაუფლების ხელში ჩაგდება
ადამიანებმა რომლებიც დადიოდნენ ოპოზიციის აქციებზე, ამ პროცესს ზურგი შეაქციეს მათ დაინახეს, რომ ამ გაპოლიტიკოსებული არასამთავრობოების მთავარი მიზანი არის არა ევროპა, არამედ ძალაუფლების ხელში ჩაგდება- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის მოსაზრებით, პატარა პარტიებმა, რომლებიაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდნენ შეცდომა დაუშვეს. „ადამიანებმა რომლებიც დადიოდნენ ოპოზიციის აქციებზე, ამ პროცესს ზურგი შეაქციეს მათ დაინახეს, რომ ამ გაპოლიტიკოსებული არასამთავრობოების მთავარი მიზანი არის არა ევროპა, არამედ ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ერთი მხრივ, დაბალ ბარიერს ითხოვენ თითქოსდა იმისათვის, რომ პარლამენტში იყოს პლურალიზმი და მრავალფეროვნება და მეორე მხრივ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი ან მისი სატელიტი. თან, საბოლოო ჯამში, თვითონვე ზარალდებიან ამ ყველაფრით. შეხედეთ ნებისმიერ პატარა პარტიას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას ან აჰყვა ან მისი ბოიკოტის პირდაპირი თანამზრახველი იყო, შეადარეთ მისი 2020 წლის საარჩევნო შედეგები 2021 წლის საარჩევნო შედეგებს და საბოლოო ჯამში, ] მათი ყველა ხმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიწოვა, ყველას წაართვა ხმა, იმიტომ, რომ თუკი რადიკალიზმია, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ არის და რადიკალურად განწყობილი ამომრჩეველი ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ ანუ თვითონ ზარალდებიან, ამ შეცდომაზე საერთოდ ვერ სწავლობენ“, - აცხადებს პაპუაშვილი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)