|
2022-07-04 20:01:10, 1161 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - პოლარიზაციის საფუძველი არის ის, რომ წლებია, ენმ არჩევნებს არ აღიარებს
პოლარიზაციის საფუძველი არის ის, რომ წლებია, ენმ არჩევნებს არ აღიარებს. - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, ოპოზიცია ზიზღს ნერგავს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. "რა შუაშია მიხეილ სააკაშვილი დეპოლარიზაციასთან? სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2021 წლის ოქტომბრიდან იმყოფება. მანამდე პოლარიზაცია არ იყო ამ საზოგადოებაში? მანიპულაციაა ტერმინებით, თითქოს ამას რაღაც კავშირი ჰქონდეს. არანაირი კავშირი ამას ამასთან არ აქვს. საბოლოო ჯამში, პოლარიზაციის საფუძველი არის ის, რომ უკვე წლებია, ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს არ აღიარებს. 2012 წლიდან მოყოლებული რეალურად მათ არც ერთი არჩევნები არ უღიარებიათ, რეალურად, ისინი ვერ იღებენ მოქალაქეების არჩევანს, რომ ხალხი მათ მიაკუთვნებს ოპოზიციის როლს. მეორე ის, რომ ისინი საკუთარ მომხრეებსა და საზოგადოების ამ ნაწილს იმ ყალბ ნარატივში ამყოფებენ, რასაც ჰქვია, რომ საქართველოს მართავს რაღაც რუსული პროექტი და ა.შ. უკვე ათ წელზე მეტია, ამ ცრუ ისტორიაში ატრიალებენ საკუთარ ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს, აძულებენ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას, ზიზღს ნერგავენ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს არის პოლარიზაცია". - ნათქვამია განცზადებაში. შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა მთელი ღამე გაათენეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)