|
2022-07-04 14:17:25, 1029 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე პრეზიდენტზე - გამოხატა წყენა, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა
ერთადერთი, რაც მან გამოხატა ეს არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა. უბრალოდ ეწყინა მათი წარუმატებლობა’’- ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს რომ ჩავეკითხო, თუ რა არ მოსწონს 12 პუნქტიან გეგმაში ვერ გიპასუხებთ. ,,ამით მან როგორც ჩანს გამოხატა წყენა იმის გამო, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა, სხვა რაიმე ისეთ სერიოზულ კომენტარს მე მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. მას რომ ჩაეკითხოთ რას გულისხმობდა, მაგალითად ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში ვერ გიპასუხებთ. ვერაფერს გეტყვით. შეგიძლიათ ჩაეკითხოთ, აი რატომ არ მოეწონა 12 პუნქტიანი გეგმა ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი, რაც მან გამოხატა ეს არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა. უბრალოდ ეწყინა მათი წარუმატებლობა,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)