|
2022-07-04 10:36:54, 1202 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ რუხაძე - როდესაც ჩვენ ქუჩაში ვდგავართ ათი ათასი ადამიანი, ღარიბაშვილს იცავს 50 ათასი
სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი, ნოდარ რუხაძე აცხადებს, რომ მისი თქმით, ათი ათასი მშვიდობიანი მოქალაქისგან, პრემიერ-მინისტრს 50 ათასი პოლიციელი იცავს, თუმცა სანამ ირაკლი ღარიბაშვილს ხალხის ხმას არ გააგონებენ, არ დაიშლებიან. „როდესაც ჩვენ ქუჩაში ვდგავართ ათი ათასი ადამიანი, ღარიბაშვილს იცავს 50 ათასი. წარმოიდგინეთ, როდესაც ქუჩაში გამოვა ისევ ძალიან ბევრი ადამიანი, პოლიციელების საკმარისი რაოდენობა არ ეყოფათ, რომ მოქალაქეების მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტისგან დაიცვან. მადლობას გიხდით ყველას, ჩვენ აქ ჯერ კიდევ ვრჩებით. ღარიბაშვილი ჯერ კიდევ არ მისულა მთავრობის ადმინისტრაციაში და ამოცანა კვლავ ძალაშია, მას უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმამაღალი პროტესტის ხმა",-განაცხადა ნოდარ რუხაძემ. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა მთელი ღამე გაათენეს. ისინი დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ და უწყებაში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას ელოდებიან, რათა ხმაური შეეგებონ და დისკომფორტი შეუქმნან
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)