|
2022-07-03 22:31:57, 1265 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მონაწილეების ნაწილი ღამეს „ქართული ოცნების“ ოფისთან გაათევს
სამი ათასი კაცი მივიდეთ "ქართული ოცნების" ოფისთან, დანარჩენები რჩებით აქ და იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არა ძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია, - ამის შესახებ იურისტმა, მიშა მშვილდაძემ აქცია "შინ ევროპისკენ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ხელისუფლება არ გადადგამს ნაბიჯს უკან და არ შეასრულებს მათ მოთხოვნებს, მკაცრი კერები ბევრი გაჩნდება. "დღეს, რამდენიმე რამ მოხდება. დავიწყოთ პირველი. ახლა პირველ დაბიჯს გადავდგამთ, რადგან ხელისუფლებას ერთ საათში და 40 წუთში ეწურება ვადა. ეს ვადა იყო გადამდგარიყო სამარცხვინო ირაკლი ღარიბაშვილი მისი მთავრობით და მოგვცემოდა შესაძლებლობა, შეგვექმნა ეროვნული თანხმობის მთავრობა, არა ომისთვის, არამედ ევროპისთვის. პირველ რიგში, გვჭირდება 3 000 კაცი თქვენგან, მივიდეთ პირველ სიმბოლოსთან, ეს არის "ქართული ოცნების" ოფისი, დანარჩენები რჩებით აქ და იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არა ძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია და თუ ხელისუფლება არ გადადგამს ნაბიჯს უკან, ასეთი კერები ბევრი გაჩნდება",- განაცხადა მშვენიერაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)