|
2022-07-03 20:44:27, 1338 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ბუღაძე - არ დავიღლებით და მანამდე შევიკრიბებით აქ, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს
არ დავიღლებით და ყოველთვის მანამდე შევიკრიბებით აქ და მანამდე გავაგრძელებთ ჩვენს პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ აქცია "შინ ევროპისკენ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ყურად არ იღო დემონსტრაციის სახელით შეთავაზებული პირობები. "ჩვენი დემონსტრაცია ცხადია, ისევ არის ორიენტირებული იმ მნიშვნელოვან ისტორიულ ფოკუსზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირის სივრცეში და ჩვენ ცხადია, არ დავიღლებით და ყოველთვის მანამდე შევიკრიბებით აქ და მანამდე გავაგრძელებთ ჩვენს პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენი დემონსტრაციის სახელით, ჩვენ შევთავაზეთ "ქართულ ოცნებას" ისტორიის მიერ განსაზღვრული პირობები, რომელიც გულისხმობს ვადას, თუმცა ხელისუფლებამ ყურად არ იღო", - განაცხადა ბუღაძემ. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. დღეს პროტესტი ახალ ეტაპზე გადავა - აქციის მონაწილეების ნაწილი გეგმავს, რომ არ დაიშალოს და პარლამენტის წინ ღამე გაათენოს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილიაა" და "შინ ევროპისკენ" არიან.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)