|
2022-07-03 14:27:42, 1240 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე საჯარო მოხელეებს - „ქართულ ოცნებას“ თქვენი რწმენის გატეხვა უნდა, არ დაემორჩილოთ
„ქართულ ოცნებას“ თქვენი რწმენის გატეხვა უნდა, არ დაემორჩილოთ. - განაცხადა ვაშაძემ და საჯარო სამსახურში დასაქმებულებს მიმართა. მისივე თქით, ტოტალური ზეწოლა მიმდინარეობს იმისათვის, რომ დღეს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას არ შეუერთდნენ. "ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ყველანი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე. მაგრამ, დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს ტოტალური თავდასხმა და შეტევა საჯარო მოხელეებზე, მათი დაშინება, ძალადობა. მივმართავ საჯარო მოხელეებს, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისი ძალისაც ყველაზე მეტად ეშინია "ქართულ ოცნებას" და უნდათ, რომ თქვენ გაგტეხონ, მაგრამ მე გაძლევთ ერთ პირდაპირ გარანტიას, რომ ჩვენ თქვენ გვერდით დავდგებით". - განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან. "შინ ევროპისკენ" საერთო სახალხო შეკრებამდე რამდენიმე საათი რჩება. დღეს პროტესტი ახალ ეტაპზე გადავა - აქციის მონაწილეების ნაწილი გეგმავს, რომ არ დაიშალოს და პარლამენტის წინ ღამე გაათენოს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)