|
2022-07-03 10:35:17, 1700 ნახვა
პოლიტიკა
დღეს, 20:00 საათზე, აქცია - „შინ ევროპისკენ“ გაიმართება
3 ივლისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან. "შინ ევროპისკენ" საერთო სახალხო შეკრებამდე რამდენიმე საათი რჩება. დღეს პროტესტი ახალ ეტაპზე გადავა - აქციის მონაწილეების ნაწილი გეგმავს, რომ არ დაიშალოს და პარლამენტის წინ ღამე გაათენოს. ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილიაა" და "შინ ევროპისკენ" " 3 ივლისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ამ დღეს ჩვენი პროტესტი ახალ ეტაპზე გადავა - ვიცით, რომ არ დავიშლებით. კონკრეტულ სამოქმედო გეგმას კი ადგილზე გავაცნობთ მოქალაქეებს. სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვს, ქვეყნისთვის ისტორიულად მნიშვნელოვან მომენტში, სახელმწიფო ინტერესების გათვალიწინებით, დათმოს აღმასრულებელი ხელისუფლება და სრულიად კონსტიტუციურად გადასცეს "ეროვნული თანხმობის მთავრობას - ევროკავშირისთვის". ეროვნული თანხმობის მთავრობა გარდამავალ ეტაპზე შეასრულებს მთავრობის ფუნქციებს და ევროკომისიის მიერ დათქმულ 12 რეფორმას განახორციელებს, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ავტომატურად მოუტანს." - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)