|
2022-07-02 10:57:03, 1165 ნახვა
საზოგადოება
თამილა ბარკალაიამ სომხეთის დელეგაციას გენდერულ საკითხებზე საქართველოს გამოცდილება გაუზიარა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თამილა ბარკალაიამ, კოლეგებს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის თუ მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საქართველოს გამოცდილება გააცნო. „სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სომხეთის შრომისა და სოციალურ საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ტატევიკ სტეფანიანი, ანა ჟამაკოჩიანი და სამთავრობო უწყებების სხვა წარმომადგენლები. ასევე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე და დირექტორის მოადგილე ლაშა ჯინჯიხაძე. როგორც თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, შეხვედრაზე, კოლეგებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, განიხილეს სტამბულის კონვენციის რატიფიკაციისა და რატიფიკაციის შემდგომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტები, ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების, გენდერული და სექსუალური ნიშნით განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მეთოდები, უწყებათაშორისი კოორდინაციისა და სხვა საკითხები. სამუშაო შეხვედრა პროექტ „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: რეფორმების ტექნიკური ჯგუფის“ ფარგლებში გაიმართა, NIRAS-ის მიერ ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის გენერალური დირექტორატის (DGNEAR) მანდატით”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)