|
2022-07-01 17:30:13, 631 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვერ დავეშვებით ჭუტას დონეზე
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია ,,პირველის’’ დირექტორის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ანრი ოხანაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა უმძიმეს პროვოკაციას და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის ფარგლებში გაეცა სათანადო პასუხი. ,,ჩვენ ვიცით, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას არ გავიმეორებთ ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე. ჩვენ, ვერ დავეშვებით ჭუტას დონეზე ეს არის ძალიან მარტივი რამ. ჭუტას დონეზე არ დავეშვები არასდროს. ანრის დონეზე ვარ ახლაც , შემიძლია გითხრათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის ფარგლებში გაეცა სათანადო პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია, მეც იმავეს გავაკეთებდი, რა თმა უნდა,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, "ტვ პირველის" დირექტორის, ვატო წერეთელის განცხადებით, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, თვითმხილველების თვალწი, სახეში გაარტყა. თავდასმხმელთა რიგებში იყვნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია. ვატო წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სთხოვს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვონ მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)