|
2022-07-01 15:45:58, 865 ნახვა
პოლიტიკა
სტუდენტები ევროპული მომავლისთვის - ყველა დაზიანება, რომელიც მოძრაობის წევრება მიიღეს, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა
წინასაგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია და ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ქმედით ნაბიჯებს. - განაცხადეს მოძრაობა "სტუდენტები ევროპული მომავლისთვის" წევრებმა. მათივე თქმით ყველა დაზიანებაზე რომელიც მოძრაობის წევრება მიიღეს პასუხისმგებელია "ქართული ოცნება". "წინასაგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია და ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ქმედით ნაბიჯებს. აქვე მინდა ვთქვა, თითოეულ დაზიანებას რომელიც მიიღეს ჩვენმა წევრებმა "ქართული ოცნების" წევრების მიერ, ვაკისრებთ პასუხისმგებლობას "ქართული ოცნების" მთავარ ოფისს, რადგან ეს იყო კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული პროვოკაცია და ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ეს ყველაფერი არ იყო შეთანხმებული მთავარ ოფისთან". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი სტუდენტები თავს დაესხნენ მოძრაობა "შინ ევროპისკენ" წევრებს, რომლებიც უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრებს მართავდნენ. პარტაქტივის წევრები ცდილობენ 3 ივლისს დაგეგმილი აქციის დისკრედიტაციას და აცხადებენ, რომ შეკრების მიზანი დესტრუქციაა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)