|
2022-07-01 14:36:40, 994 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი - ოხანაშვილის წყობიდან გამოყვანა უკიდურესად ღირსების შემლახველ პროვოკაციულ ქმედებას შეეძლო
"ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი ამილახვარი "ტვ პირველის" დირექტორზე თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ანრი ოხანაშვილის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ უკიდურესად ღირსების შემლახველ პროვოკაციულ ქმედებას შეეძლო". "ანრი ოხანაშვილი არის გამორჩეული პატრიოტი, უმაღლესი დონის პროფესიონალი და ძალიან გაწონასწორებული და ღირსეული ადამიანი! მისი წყობიდან გამოყვანა მხოლოდ უკიდურესად ღირსების შემლახველ პროვოკაციულ ქმედებას შეეძლო, რისი მომსწრეც გავხდით. თუმცა ხალხი ბრძენია და მიხვდება რასთანაც გვაქ საქმე და რეალურად ვინ დგას დასავლურ ღირებულებებზე!", - წერს ამილახვარი. ცნობისთვის, "ტვ პირველის" დირექტორის, ვატო წერეთელის განცხადებით, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, თვითმხილველების თვალწი, სახეში გაარტყა. თავდასმხმელთა რიგებში იყვნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია. ვატო წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სთხოვს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვონ მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)