|
2022-07-01 13:27:17, 1014 ნახვა
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ოხანაშვილზე - ამერიკელების თვალწინაც არ დაუშვა ღირსების შელახვა გაეტარებინა
ღირსეული კაცი ანრი ოხანაშვილი ევროპული განათლებით, რომელმაც ამერიკელების თვალწინაც არ დაუშვა ღირსების შელახვა გაეტარებინა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, გუშინ, ამერიკის საელჩოში მომხდარმა ინციდენტმა აჩვენა, თუ რა განსხვავებაა "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის. ამაზე უფრო სიმბოლური ამ დღეებში ვერაფერი მოხდებოდა! ერთ მხარეს - პროვოკატორი, მატყუარა, უმორალო, უთავმოყვარეო, მკვლელი ჭუტა წერეთელი და მეორე მხარეს - წესიერი, საქმიანი, ერუდირებული, ღირსეული კაცი ანრი ოხანაშვილი ევროპული განათლებით, რომელმაც ამერიკელების თვალწინაც არ დაუშვა ღირსების შელახვა გაეტარებინა. ზუსტად ასეთი განსხვავებაა ნაცებსა და ქართულ ოცნებას შორის. P. S. ასევე ძალიან სიმბოლურია, რომ ნაცების კიდევ ერთი სახე, ბაჩო ახალაია, რომელიც "პოლიტპატიმრობას" ცდილობდა, სტრასბურგმა გუშინ ისევ ჯალათად დატოვა..!",- წერს იონათამიშვილი. ცნობისთვის, "ტვ პირველის" დირექტორის, ვატო წერეთელის განცხადებით, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, თვითმხილველების თვალწი, სახეში გაარტყა. თავდასმხმელთა რიგებში იყვნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია. ვატო წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სთხოვს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვონ მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)