|
2022-07-01 10:48:12, 776 ნახვა
პოლიტიკა
სამხარაძე წერეთელზე - ყურში დედის გინების ჩაჩურჩულება, რა არაკაცობა, ჩმორობა და სიბინძურეა
რომ კითხო, თავმოყვარე კაცი ვარო გეტყვის და ადამიანის გვერდით გაყვანა და ყურში დედის გინების ჩაჩურჩულება, პროვოკაციის გარდა, რა არაკაცობა, ჩმორობა და სიბინძურეა, ალბათ ახსნაც არ ჭირდება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე წერს. მისი თქმით, ვინც საქართველოში ასეთი საქციელისთვის ვინმეს გაამართლებს და საპასუხო რეაქციას გაამტყუნებს, ის ცალკე უთავმოყვარეო არამზადაა. „რომ კითხო, თავმოყვარე კაცი ვარო გეტყვის და ადამიანის გვერდით გაყვანა და ყურში დედის გინების ჩაჩურჩულება, პროვოკაციის გარდა, რა არაკაცობა, ჩმორობა და სიბინძურეა, ალბათ ახსნაც არ ჭირდება, დეტალებსაც მაგიტომ ვწერ! ვინც საქართველოში ასეთი საქციელისთვის ვინმეს გაამართლებს და საპასუხო რეაქციას გაამტყუნებს, ის ცალკე უთავმოყვარეო არამზადაა!“ - წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე. ცნობისთვის, "ტვ პირველის" დირექტორის, ვატო წერეთელის განცხადებით, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, თვითმხილველების თვალწი, სახეში გაარტყა. თავდასმხმელთა რიგებში იყვნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია. ვატო წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სთხოვს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვონ მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)