|
2022-06-30 21:01:13, 803 ნახვა
პოლიტიკა
თსუ - უნივერსიტეტი მხარს უჭერს აზრის გამოხატვის მხოლოდ დემოკრატიულ ფორმებს და ამავე დროს, ემიჯნება საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური პროცესების შემოტანას
უნივერსიტეტი მხარს უჭერს აზრის გამოხატვის მხოლოდ დემოკრატიულ ფორმებს და ამავე დროს, ემიჯნება საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური პროცესების შემოტანას. - განაცხადა თსუ-ს ადმინისტრაციამ. მათივე თქმით, ადმინისტრაცია არ დაუშვებს საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური დაპირისპირების მცდელობას. "შესაბამისად, უნივერსიტეტი მხარს უჭერს აზრის გამოხატვის მხოლოდ დემოკრატიულ ფორმებს და ამავე დროს, ემიჯნება საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური პროცესების შემოტანას. ადმინისტრაცია არ დაუშვებს საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური დაპირისპირების მცდელობას და მიმართავს ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან. უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მოუწოდებს ახალგაზრდებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ადამიანის უფლებებს, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ მაპროვოცირებელი ქმედებებისგან". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი სტუდენტები თავს დაესხნენ მოძრაობა "შინ ევროპისკენ" წევრებს, რომლებიც უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრებს მართავდნენ. პარტაქტივის წევრები ცდილობენ 3 ივლისს დაგეგმილი აქციის დისკრედიტაციას და აცხადებენ, რომ შეკრების მიზანი დესტრუქციაა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)