|
0000-00-00 00:00:00, 617 ნახვა
პოლიტიკა
გორში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები „შინ ევროპისკენ“ წევრებს თავს დაესხნენ
გორში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები „შინ ევროპისკენ“ მოძრაობის წევრებს თავს დაესხნენ. აგრესიულმა ადგილობრივებმა სამოქალაქო მოძრაობის შეხვედრის ჩაშლა სცადეს. გორის ცენტრში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, პოლიციამ ერთ-ერთი ადგილობრივი დააკავა. დაპირისპირების შემდეგ „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენლებმა სოფელ ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან გადაინაცვლეს. " მე აქ ჩამოვედი იმისათვის რომ ადამიანებს ვუთხრა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, თანხმობა საზოგადოებაში,"-აცხადებს პარტია "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ადგილობრივებთან შეხვედრისას. " ძალიან კარგად ეტყობა ქართულ ოცნებას, რომ სავსე არის იმ ადამიანებით, რომლებიც წლების განმავლობაში ყველა ხელისუფლების დავალებას ასრულებდბდნენ. ვის თავშიც ეს სიბინძურე იხარშება, რომ აქ სზოგადოების დაპირისპირების ილუზია შექმნას, ეს ადამიანები ყველა ხელუსუფლების დროს ასე იქცეოდნენ,"- აცხადებს პარტია 'ლელოს" წევრი საბა ბუაძე. შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი სტუდენტები თავს დაესხნენ მოძრაობა "შინ ევროპისკენ" წევრებს, რომლებიც უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრებს მართავდნენ. პარტაქტივის წევრები ცდილობენ 3 ივლისს დაგეგმილი აქციის დისკრედიტაციას და აცხადებენ, რომ შეკრების მიზანი დესტრუქციაა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)