|
2022-06-30 13:08:06, 1003 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - რუსეთია, ვინც სცადა თქვენი ენის მოკვლა. ვინც წაბილწა თქვენი ეკლესიები და ისინი ცხოველთა სადგომად გამოიყენა
რუსეთია, ვისაც თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთია, ვინც სცადა თქვენი ენის მოკვლა. რუსეთია, ვინც წაბილწა თქვენი ეკლესიები და ისინი საჯინიბოებად გამოიყენა,- აცხადებს ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს ძლიერი პარტნიორია და ეს კარგად წარმოჩინდა იმ დელეგაციის სიდიდით, რომელიც მადრიდში წარსდგა. რუსეთის მიერ გაჩაღებული არაპროვოცირებული ომის ფონზე, ეს იყო ალიანსის ერთიანობის დემონსტრირება. 'მინდა გავიმეორო რუსული დეზინფორმაციული წყაროების მიერ გავრცელებული ნარატივი, თითქოს ვინმეს საქართველოს ომში ჩართვა სურს, არ შეესაბამება სიმართლეს. ნება მომეცით გარკვევით ვთქვა აშშ-ს და ევროპას არ სურს ამ ომის გაფართოება. აშშ აკეთებს ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მალე გააჩეროს ომი. პუტინია, ვინც ეს სასტიკი და აგრესიული ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და პუტინია, ვისაც მისი დასრულება შეუძლია.ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთია, ვისაც თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთია, ვინც სცადა თქვენი ენის მოკვლა. რუსეთია, ვინც შეურაცხყო ეკლესიები და ისინი ცხოველთა სადგომებად გამოიყენა. თუ რაიმე კითხვა არსებობს, რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთან, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლს. საქართველო ნატო-ს ძლიერი პარტნიორია და ეს კარგად წარმოჩინდა იმ დელეგაციის სიდიდით, რომელიც მადრიდში წარსდგა. რუსეთის მიერ გაჩაღებული არაპროვოცირებული ომის ფონზე, ეს იყო ალიანსის ერთიანობის დემონსტრირება."- აცხადებს კელი დეგნანი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)