|
2022-06-30 12:45:14, 986 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლები თავდაცვის უწყებაში იმყოფებოდნენ
საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და რეფორმების განხორციელების პროცესში ნატოს ჩართულობა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებულ „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტზე“, რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად შექმნილი უსაფრთხოების მწვავე გარემო. „ვიზიტის ფარგლებში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. დელეგაციის წევრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. სტუმრებმა სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრიც დაათვალიერეს, რომელიც ნატოს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. დღესვე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში იმყოფებოდა, სადაც სკოლის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს”,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციასი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)