|
2022-06-29 21:21:20, 859 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - ყვარელში შეხვედრის დროს თავს დაგვესხნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საჯარო სამსახურის თანამშრომლები
გვქონდა შეხვედრა ყვარელში, რა დროსაც თავს დაგვესხნენ "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფი. - განაცხადა პარტია "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. მისივე თქმით, ეს აგრესიული პირები არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და ქართული ოცნების შტაბის აქტიური წევრები. "გვქონდა შეხვედრა ყვარლის მოსახლეობასთან, იმისთვის რომ გაგვეცნო მათთვის ეროვნული თანხმობის იდეა, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების გზები და ჩვენ დაგვხვდა ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა ამ შეხვედრისთვის, მიზანდასახულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით, ამავდროულად უნდა ითქვას, რომ პირდაპირ აგრესიული, გამომწვევი ქცევა თითოეული მათგანის, ვინც ცდილობდა რომ შეხვედრა არ შემდგარიყო, ყველანი არიან იდენტიფიცირებულები, ესენი არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და ქართული ოცნების შტაბის აქტიური წევრები, სამწუხაროდ, ასევე ამ ჯგუფში იმყოფებოდა ყვარლის პოლიციის უფროსი, მისი მოადგილე და ის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, იმიტომ რომ ხელი შეუშალეს ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას. ეს ყველაფერი აღწერილია, აღნუსხულია, დოკუმენტირებულია". - განაცხადა ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს "ლელოს" წევრებს ყვარელში თავს დაესხნენ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა რა დროსაც ისინი ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე მოსახლეობას ესაუბრებოდნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)