|
2022-06-29 19:09:01, 637 ნახვა
პოლიტიკა
ხერხეულიძე - ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, მაგრამ ამ გზაზე მთავარი დამაბრკოლებელი საქართველოს ხელისუფლებაა
ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, მაგრამ ამ გზაზე მთავარი დამაბრკოლებელი საქართველოს ხელისუფლებაა. - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ. მისივე თქმით, დადგა დრო, როდესაც მთავრობამ უნდა ითანამშრომლოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. "ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, მაგრამ ამ გზაზე მთავარი დამაბრკოლებელი გარემოება არის საქართველოს ხელისუფლება. ეს იცის არაჩვეულებრივად დასავლელმა პარტნიორებმა. ამ გზავნილშიც სწორედ ეს გამოსჭვივის და მე ვფიქრობ, მათ უნდა გასცენ პასუხი ყველა ამ გამოხმაურებას, რომელიც უკანასკნელ დღეებში ვრცელდება იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ერთ ნაბიჯს არ დგამს, წინგადადგმულ ნაბიჯს იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცნაირად ჩვენს პარტნიორებს გავუგზავნოთ სიგნალი იმის თაობაზე, რომ მზად ვართ, დიახ, გამოვასწოროთ ის რეკომენდაციებში ჩამოთვლილი მითითებები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე დადგეს ქვეყანა". - ნათქვამია განცადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს კელი დეგნანმაც მოუწოდა ხელისუფლებას ოპოზიციასთან თანამშრომლობა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)