|
2022-06-29 15:57:46, 840 ნახვა
საზოგადოება
„გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2022“ დასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, „გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2022“ დასრულდა. ტურნირში გლდანის რაიონის მცხოვრებლებით დაკომპლექტებული 16 გუნდი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილზე გასული გუნდების თითოეულ წევრს მედლები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცა. ტურნირი ჯგუფური ეტაპებით დაიწყო და ოლიმპიური სისტემით (პლეი-ოფებით) გაგრძელდა. თამაშები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირის მიმდინარეობისას, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ: საუკეთესო მეკარე, ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი. ჩემპიონატს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო და გამარჯვებულებს მედლები, თასები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. აღნიშნული ტურნირი ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებასა და დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)