|
2022-06-28 14:16:56, 1491 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ავტობუსების პარკი 2022 წლის ბოლომდე სრულად განახლდება
ბათუმის ავტობუსების პარკი 2022 წლის ბოლომდე სრულად განახლდება,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. რიჟვაძის თქმით, აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 6,2 %-ით გაიზარდა და 482 მლნ ლარს აღემატება. 5, 570 000 ლარით გაიზრდა მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა და ჯამში163 230 000 ლარი შეადგინა. ამასთან აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების შესახებ გააკეთა განცხადება - ,,აჭარის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარდგენილი ბიუჯეტი. ჩვენ დაახლოებით ნახევარ მილიარდზე ავიყვანეთ რესპუბლიკური ბიუჯეტი, რაც პირველ რიგში გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ მეტი პროექტები და მაქსიმალურად ვიზრუნოთ აჭარის მცხოვრებლებზე. ბიუჯეტი გაზრდილია 6%-ით და ის შეადგენს 482 მლნ. ლარს. ამ ბიუჯეტის ფარგლებში, წლის ბოლომდე განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბათუმის ნაწილში გაზრდილი სატრანსფერო რაოდენობა, რომელიც გულისხმობს, რომ წლის ბოლომდე, ჩვენ სრულად განვაახლებთ ავტობუსების პარკს ბათუმში და შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადავცემთ დამატებით ავტობუსებს".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)