|
2022-06-28 13:23:47, 873 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - წარმოუდგენელია, რომ გემს სანქცირებული ტვირთი მოჰქონდეს და წინასწარი შეთანხმების გარეშე 500 კმ გაიაროს
პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ბათუმის ნავსადგურში შესულ რუსულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გემი, რომელიც წინასწარი შეთანხმების გარეშე 500 კმ-ს ვერ გაივლიდა. მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ამ მექანიზმის უკან დგას წარმოშობით ქართველი და დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული. "უნდა გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტზე, გემი, რომელიც გადის 500 კმ-ს წარმოუდგენელია, რომ სანქცირებული ეს ტვირთი მოჰქონდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე. ჩვენი ინფორმაციით, ამ ფაქტის და მექანიზმის უკან დგას წარმოშობით ქართველი და დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული. მან 2014 წელს „როსნეფტთან“ ხელი მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას და მისი კომპანიის 49% შეისყიდა „როსნეფტმა“. ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, იმ ევტუშენკოვთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ესაუბრებოდა ტელეფონით და ბორინკას ეძახდა, ხიდაშელთან და იყო "სისტემას" საბჭოში. საქართველოს მხრიდან ამაში ჩართულია ის არაფორმალური პირამიდა ეკონომიკის გარყვნილი მართვის, რომელიც არის დაკავშირებული და შესასწავლია უჩა მამაცაშვილისა და ლილუაშვილის როლი ამ სქმეაში", - განაცხადა ხოშტარიამ. ცნობისთვის, 26 ივნისს, ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიის საქონლით დატვირთული გემი შევიდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში. რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს, შემოწმების შედეგად დადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელება შეჩერდა. ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგური დატოვა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)