|
2022-06-28 11:39:18, 891 ნახვა
პოლიტიკა
რიჟვაძე - არა მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება
არა მგონია ქართველი ხალხის ნება იყოს ან ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება,- ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე სამოქალაქო საზოგადოების მიერ წამოყენებულ მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ. მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად დაიკავებს ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში. ,,მნიშვნელოვანია როგორც ქალაქში, ისე ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა, ტურიზმის სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერა და ის ჩავარდნა, რაც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში სრულად უნდა იქნეს გამოსწორებული ტურიზმის მიმართულებით.ყველას კარგად ესმის, მათ შორის ხალხს, რომ რადიკალური ნაწილი ცდილობს, მათ შორის ეს მიმდინარე აღდგენა ნებისმიერი საშუალებით დააზიანონ, გამოიწვიონ განსაკუთრებული უკმაყოფილება მოსახლეობაში, თუმცა ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაიკავებს ღირსეულ ადგილს მათ შორის, ევროპულ ოჯახში. თუმცა, არა მგონია ქართველი ხალხის ნება იყოს ან ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)