|
2022-06-27 19:23:08, 1040 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - ღარიბაშვილისა და სხვა პოლიტიკური არარაობების ბოდვას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, დეოლიგარქიზაცია უნდა იყოს ამოცანა, რაც ივანიშვილის რეჟიმის მოშორებას ნიშნავს
ღარიბაშვილისა და სხვა პოლიტიკური არარაობების ბოდვას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, დეოლიგარქიზაცია უნდა იყოს ამოცანა, რაც ივანიშვილის რეჟიმის მოშორებას ნიშნავს. - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ. მისივე თქმით, მთავარია, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გავაცნობიეროთ, რომ სანამ ეს რეჟიმი, ივანიშვილის და მისი გარემოცვა გვყავს, ჩვენ თავისუფალი, დაცული ქვეყანა ვერ გავხდებით. ვერ გავხდებით ნატოსა და ევროკავშირის წევრი, რომ გაგვიმართლოს რაღაც ეტაპზე, ეს არსებითად შეუთავსებელი ამბავია. „ყველაფერი დანარჩენი, რაც ან ბუნდოვანებას შეუწყობს ხელს ან რამე ილუზიას, რომ მათთან საუბრით შედეგის დადგომაა შესაძლებელი, არის ქვეყნისთვის საზიანო. მათთან, როგორც რეჟიმთან მოლაპარაკებები, მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, როდესაც ზღვარზე იქნებიან ანუ თითქმის შეგუებულები როცა იქნებიან ძალაუფლების დათმობას. მერე გახდება საჭირო საუბარი, როგორ უნდა წავიდნენ ქვეყნის დაუზიანებლად, ოღონდ ამაზე დროზე ადრე საუბარი, რაღაც ილუზიების შექმნა ამ რეჟიმის პირობები ქვეყნის ტრანსფორმაციაზე ან თავის მოტყუებაა ან საზოგადოების". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს მოძრაობა, „სირცხვილიას“ წევრმა შოთა დიღმელაშვილმა, 3 ივლისს მორიგი აქცია დააანონსა. დიღმელაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნების“ მთავრობა მათ მიერ შემუშავებული გეგმის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მასშტაბური აქციები მოეწყობა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)