|
2022-06-27 16:40:08, 1479 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი - ჩვენი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მივიღებთ
ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას ნატო-ს უახლოეს პარტნიორებთან,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველო და ევროკავშირი. შესაბამისად მხარდაჭერის ახალ პაკეტებსაც მიიღებს. „ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას ნატო-ს უახლოეს პარტნიორებთან. მივესალმები, რომ ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და კორეის რესპუბლიკა პირველად შემოგვიერთდებიან ჩვენს სამიტზე. მონაწილეობას მიიღებს საქართველო და ევროკავშირიც. ჩვენ მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორების საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას და მოლდოვას რესპუბლიკისთვის. ასევე მავრიტანია და ტუნისი. ჩვენ ასევე მიზნად ვისახავთ პროგრესს მივაღწიოთ ფინეთისა და შვედეთის ისტორიულ განაცხადებს ნატო-ში წევრობისთვის”,- განაცხადა სტოლტენბერგმა შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალაქ მადრიდში 28-30 ივნისს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)