|
2022-06-27 14:59:54, 1142 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი - „სირცხვილიას“ აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს სერიოზულად არ აღვიქვამთ
"სირცხვილიას" ინიცირებულ აქციაზე გაჟღერებული ეს მოთხოვნები არანაირად არ ანიჭებს აღნიშნულ საკითხებს ლეგიტიმაციას და რა თქმა უნდა, ამას არც სერიოზულად აღვიქვათ, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი სახალხო მოძრაობის მოთხოვნებს. მისი თქმით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და დაწყებულ საქმეს წლის ბოლომდეც მიიყვანენ შედეგამდე. "მთავრობის გადადგომაზე, დროებითი მთავრობის შექმნაზე და მსგავს არალეგიტიმურ მოთხოვნებზე ჩვენ არაერთი ფორმატით ვისმენთ გაჟღერებულ წინადადებებს, ახლა "სირცხვილიას" ინიცირებულ აქციაზე გაჟღერებული ეს მოთხოვნები არანაირად არ ანიჭებს აღნიშნულ საკითხებს ლეგიტიმაციას და რა თქმა უნდა, ამას არც სერიოზულად აღვიქვათ და იმედი მაქვს, რომ იქ მდგომი ადამიანებიც საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ, იმიტომ რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ჩვენმა ხელისუფლებამ ყოველ ეტაპზე გადადგა სათანადო ნაბიჯი და ასევე გადადგამს წლის ბოლომდე, რომ საბოლოოდ მივიყვანოთ შედეგამდე", - თქვა ნინო წილოსანმა. ცნობისთვის, 24 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ორგანიზებულ აქციაზე სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას პირობები წაუყენა, რის შესასრულებლად ერთი კვირა მისცა. როგორც „სირცხვილიას“ წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, უნდა გადადგეს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკომისიის გაწერილ 12-ვე პუნქტს შეასრულებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)