|
2022-06-24 21:31:10, 2101 ნახვა
პოლიტიკა
„გადადგეს ღარიბაშვილი, ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა“ - სახალხო მოძრაობა ხელისუფლებას ერთ კვირას აძლევს
თუ ხელისუფლება და ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, მოვალთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ვართ დღეს, - სახალხო მოძრაობა ხელისუფლებას ერთ კვირას აძლევს. როგორც „სირცხვილიას“ წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, უნდა გადადგეს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკომისიის გაწერილ 12-ვე პუნქტს შეასრულებს. "ქართველი ხალხის ნება არ ემთხვევა ოლიგარქის ნებას, ამიტომ დეოლიგარქიზაცია არის მთავარი საკითხი, რის გარეშეც ვერ მოხერხდება ვერანაირად საქართველოს ევროინტეგრცია და ეს არის საკითხი,რომელიც აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ. გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც 12-ვე პუნქტს შეასრულებს ზამთარი სანამ მოვა. ჩვენ ვაძლევთ ვადას, ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა. თუ ხელისუფლება და ივანიშვილი ყურად არ ღებს ქართველი ხალხის ნებას, მოვალთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ვართ დღეს და ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ ქართველი ხალხის რისხვას , რომელიც ჯერ არ უნახავთ. მანამდე, 3 ივლისამდე ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა. ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან და შევიკრიბებით თბილისში, პარლამენტის წინ და დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია",- განაცხადა დიღმელაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)