|
2022-06-24 19:44:44, 1160 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 1973 წლის გადაწყვეტილება, რომელიც აბორტის უფლებას კონსტიტუციურად აქცევდა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 1973 წლის გადაწყვეტილება როუ უეიდის წინააღმდეგ, რომელიც აბორტის უფლებას კონსტიტუციურად აღიარებდა. ხუთმა კონსერვატიულმა მოსამართლემ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელთაგან სამი დაინიშნა დონალდ ტრამპის დროს. აშშ-ს სულ მცირე 22 შტატი ახლა სავარაუდოდ აკრძალავს აბორტს მთლიანად ან უმეტეს შემთხვევაში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მისურის გენერალურმა პროკურორმა ხელი მოაწერა კანონს აბორტის აკრძალვის შესახებ. Roe v. Wade-ის სავარაუდო გაუქმების შესახებ ცნობილი გახდა მაისის დასაწყისში, როდესაც მედიამ გამოაქვეყნა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების პროექტი. ამასთან გუშინ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება: ამერიკელებს აქვთ უფლება ატარონ იარაღი საჯაროდ. ამრიგად, ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, მოსამართლეებმა გააუქმეს ნიუ-იორკში ადრე მიღებული კანონი, რომელიც ზღუდავდა მოქალაქეებს იარაღის ტარების უფლებას. მისი თქმით, ნიუ-იორკელებს, რომლებსაც საიდუმლო იარაღის ტარების ლიცენზიის მოპოვება სურთ, უნდა დაემტკიცებინათ, რომ მათ სიცოცხლეს რაღაც ემუქრებოდა. უზენაესმა სასამართლომ ეს მოთხოვნა არაკონსტიტუციურად მიიჩნია. აშშ-ს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა კონსერვატორია
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)