|
2022-06-24 18:58:19, 1006 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე - სასწაული კადრებიაო და ახლა არ დებს იმიტომ, რომ არ უნდა სიმართლის გაამჟღავნება
,,არაფერში არ წერია, ნახევარი საათი რესპონდენტის ნერვებზე ითამაშო, აყენო შეურაცხყოფა, არანაირ ჟურნალისტურ სტანდარტში ეს არ ზის, წარმოუდგენელი ამბავია. რაღა ამ ადამიანთან გვემართება მაინცდამაინც ეს ამბავი,’’ - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტის ნატა ქაჯაიას მისამართით დასმულ შეკითხვას. როგორც მდინარაძემ განმარტა, რომ შეგვექმნას წარმოდგენა, თუ რა მოხდა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მაშინ უნდა ინახოს სრული მასალა, რომლის შინაარსობრივი ნაწილის გამჟღავნება მდინარაძემ უხერხულობის გამო არ მიიჩნია საჭიროდ. ,,წინა შემთხვევაშიც ასე იყო, როდესაც ერთი და იგივე, ორმოცი წუთი აკეთა. იმის წინა შემთხვევა თავად გამახსენა - სასწაული კადრებიაო და ახლა, არ დებს იმ მასალას იმიტომ, რომ არ სურს, რაც მე ვუთხარი, სიმართლე გაამჟღავნოს. ახლა, მეც არ გავამჟღავნებ იქიდან გამომდინარე, რომ მართლა მეუხერხულება კამერების წინ ამაზე საუბარი. ამიტომ, ცალმხრივად ნუ მიუდგებით ამ საკითხებს, თუ მართლა ვინმეს აინტერესებს, რა ხდებოდა გუშინ, ის საოცრება, მეტს არ შევაფასებ, ის ნახევარსაათიანი მასალა უნდა ნახოს. წარმოუდგენელი ამბავია, რასაც თქვენ ესწრებოდით და ალბათ, ხვდებით რაზეც ვსაუბრობ,’’ - განაცხადა მდინარაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)