|
2022-06-24 18:06:27, 917 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე საოკუპაციო ხაზზე - აი, რაზე ჩავიდე დღეს იქ? მითხარით, რაზე უნდა ჩავიდე?
აი, რაზე ჩავიდე დღეს იქ? მითხარით, დღეს რაზე უნდა ჩავიდე იქ?, - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა ჩავიდეს იქ, როცა რაღაც კონკრეტული საკითხი არ არის გადასაჭრელი. "მე არა ვარ ნამყოფი. არ ვიცი, რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან. მილიონი ვიზიტი არის იმ ტერიტორიებზე. თქვენ არ ინტერესდებით რატომ იცით? მილიონი პროექტი განხორციელდა, ზუსტად იმ ზონაში მათ შორის, გაზი, წყალ და ა.შ. რაც მოსახლეობას აწუხებს. ერთი არ გაგიშუქებიათ თქვენ ტელევიზიებში. რატომ იცით? თქვენ კი არ გაინტერესებთ იმ ადამიანების პრობლემები, თქვენ გაინტერესებთ მარტო უბედურება ამ ქვეყანაში... აი, რაზე ჩავიდე დღეს იქ? მითხარით, დღეს რაზე უნდა ჩავიდე იქ? როცა არის კონკრეტული უმრავლესობის ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე, რატომ უნდა ჩავიდე იქ, როცა რაღაც კონკრეტული საკითხი არ არის გადასაჭრელი",- განაცხადა კობახიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)