|
2022-06-24 14:23:19, 1031 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - უკრაინამ და მოლდოვამ, სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი მიიღეს, არ გვშურს მათი წახალისების
უკრაინამ და მოლდოვამ, ევროპული პერსპექტივა და სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი მიიღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, უკრაინა არის უმძიმეს ომში, მოლდოვაც ასევე მძიმე მდგომარეობაში.ამიტომ ნამდვილად არ შურს ამ წახალისების. „მინდა მივულოცო კიდევ ერთხელ უკრაინასა და მოლდოვას, მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსიც, როგორც წამახალისებელი, ვიტყოდი მე საჩუქარი. მე ვულოცავ მათ ამ აღიარებას, მინდა ვუსურვო უკრაინასა და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა, უკრაინა არის უმძიმეს ომში, მოლდოვაც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ასე რომ ჩვენ არ გვშურს ნამდვილად მათი წახალისების, პირიქით, მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო და ვუსურვლო წარმატება“,- განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გუშინვე მიენიჭათ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)