|
2022-06-24 11:32:12, 988 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი - ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და მაინც მახარებს ევროკავშირის ლიდერების მოლოცვა
ამ პროცესში ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და მაინც ძალიან მახარებს ევროკავშირის ლიდერების მოლოცვა ახალი ისტორიული წინსვლის შესახებ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ სახელისუფლო გუნდის მიღწევები, არამედ ეს არის ხალხის არჩევანი და ერთობლივი მიღწევა. "ხომ მაქვს განცდა და დარწმუნებულიც ვარ, რომ ყველა პარამეტრით, კრიტერიუმით - პოლიტიკურად, მორალურად და სამართლებრივად ამ პროცესში ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და მაინც ძალიან მახარებს ევროკავშირის ლიდერების მოლოცვა ახალი ისტორიული წინსვლის შესახებ. ამაყი ვარ, რომ ამ ნაბიჯების თანამონაწილე ვარ და ჩემი წვლილიც არის ამ წინსვლაში. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სახელისუფლო გუნდის მიღწევები ამ 10 წელიწადში, ეს არის ხალხის არჩევანი და ერთობლივი მიღწევა. კიდევ მეტი შრომა, რეფორმები და რაც მთავარია, რაც ყველას ეხება, დამშვიდდით და "დეპოლარიზირდითო". გერმანიასა და დანიაში ჩემი სწავლისა და მუშაობის პერიოდში ვისწავლე ისიც, რაც ჩემს პროფესიას პირდაპირ არ ეხებოდა. ეს ევროპული ცხოვრებისა და აზროვნების კულტურაა. სიმშვიდე და გრძელვადიანი ხედვით ცხოვრება, ამ კულტურის ნაწილია. ცნობისთვის, ევროპის საბჭომ, რომელშიც 27 წევრი ქვეყნის მეთაურები შედიან, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატობა მიანიჭა, საქართველოს კი - პერსპექტივა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)