|
2022-06-23 23:25:42, 1043 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - ეს უნიკალური და ისტორიული მომენტია უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობაში
ეს არის უნიკალური და ისტორიული მომენტი ევროკავშირის და უკრაინის ურთიერთობაში - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი "ტვიტერზე" წერს. "გულწრფელად ვესალმები ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას, მიანიჭონ უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს უნიკალური და ისტორიული მომენტია უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობაში. მადლიერი ვარ შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლეიენისა და ევროკავშირის ლიდერების მათი მხარდაჭერის გამო. უკრაინის მომავალი ევროკავშირთან არის დაკავშირებული. " - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი. ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატობა მიანიჭა. - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეინმა. მისივე თქმით, დღეს ევროპისთვის კარგი დღეა. "დღეს კარგი დღეა ევროპისთვის ვულოცავ პრეზიდენტ ვლოდიმერ ზელენსკის და პრემირ მინისტრ მაია სანდუს. თქვენი ქვეყნები ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია. ამას ადასტურებს ლიდერების დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება. - დაწერა ურსულა ფონ დერ ლეიენმა. დღეს კარგი დღეა ამის შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „დღეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ თქვენს გზაზე. ვულოცავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს, ისევე როგორც უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთადაა”, - განაცხადა მიშელმა. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)