|
2022-06-23 16:09:23, 666 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - უკრაინამ იომა და ამის გამო მისცეს სტატუსი, ჩვენც, რომ გვეომა მივიღებდით
უკრაინამ იომა და ამის გამო მისცეს კანდიდატის სტატუსი ჩვენც, რომ გვეომა მოგვცემდნენ. - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ყველას შეუძლია ჩავიდეს უკრაინასა და მოლდოვაში სადადც ნახავენ, რომ საქართველო აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წინ არის. "შეგიძლიათ ჩახვიდეთ უკრაინაში და მოლდოვაში, ნახავთ, ყველა მიმართულებით რომ საქართველო არის აბსოლუტურად წინ. ეს არის ისეთი რეალობა, რასაც წყალი არ გაუვა. ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, უკრაინამ იომა და მხოლოდ ამის გამო მისცეს სტატუსი, ეს თქვა პირდაპირ მაკრონმა. მან თქვა, რომ უკრაინას არ ეკუთვნის კანდიდატობა, მაგრამ იომა და აძლევენ კანდიდატის სტატუსს. რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ რა თქმა უნდა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მე მგონია, რომ ომს სჯობდა, გვქონოდა ეგ სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა აღიარებული პერსპექტივით". - განაცხადა კობახიძემ შეგახსენებთ, რომ ევროპული პარლამენტის აგდაწყვეტილების მიხედვით საქართველოსთვის სტატუსის გადაცემა მოხდება მაშინ, როცა მთავრობა დააკმაყოფილებს დასახულ პრიორიტეტებს
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)