|
2022-06-23 13:31:37, 825 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილეები სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს მოწვევით, საერთაშორისო სამხედრო გამოფენა EUROSATORY 2022-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სახმელეთო და აერომობილური შეიარაღებისა და ტექნიკის ნიმუშები, ინოვაციები და თანამედროვე მიღწევები იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით ოფიციალური დელეგაციების ხელმძღვანელებს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ უმასპინძლა. მან საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, დავით ჭიჭინაძესა და გიორგი ხაინდრავას გამოფენაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში სსსტც „დელტას“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მსოფლიოს წამყვან სამხედრო ინდუსტრიულ კომპანიებთან შეხვედრები გამართეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სამუშაო შეხვედრაზე, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღების მთავარი დირექტორატის მოადგილემ, გენერალმა ემანუელ ლაპორტმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ ინდუსტრიულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში მხარდაჭერა აღუთქვა. პარიზის მახლობლად საგამოფენო სივრცეს მსოფლიოს 94 ქვეყნის 227 ოფიციალური დელეგაცია, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მაღალი რანგის ექსპერტები და მსოფლიოს 153 ქვეყნიდან 57 000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობდა.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)