|
2022-06-23 12:41:12, 1151 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი საქართველოს კანდიდატის სტატუსზე - როგორც კი კრიტერიუმებს შეასრულებთ, სტატუსს ავტომატურად მიიღებთ
როგორც კი კრიტერიუმებს შეასრულებთ, სტატუსს ავტომატურად მიიღებთ, -აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. მისივე თქმით, ახლა საქართველოს აქვს მკაფიო გზა და განრიგი ევროინტეგრაციისთვის. "ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი და ქართველებმა მას ნეგატიურად არ უნდა შეხედონ, ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა და განრიგი, შესასრულებელი საქმეები, თქვებ კარგ გზაზე ხართ, როგორც კი კრიტერიუმებს შეასრულებთ, სტატუსს ავტომატურად მიიღებთ განაგრძეთ ამაზე მუშაობა",- აცხადებს ბორელი. ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)