|
2022-06-22 21:13:55, 1141 ნახვა
პოლიტიკა
ურსულა ფონ დერ ლეიენი - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე უნდა შევაფასოთ თუ რამდენად აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს უნდათ მეტი დემოკრატია, მათ უნდათ მეტი თავისუფლება, უფრო ძლიერი რეფორმები, ისინი გვეუნებიან, რომ მათ უნდათ ევროპა. - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროპარლამენტის პლენალურ სხდომაზე. მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსამდე უნდა შემოწმდეს რამდენად აკმაყოფილებს კრიტერიუმებს "საქართველო იზიარებს იგივე მისწრაფებებს, როგორც უკრაინა და მოლდოვა. მის აპლიკაციას აქვს ძალა. უფრო კონკრეტულად, მისი ეკონომიკის საბაზრო კურსი, ძლიერი კერძო სექტორით. თუმცა წარმატების მისაღწევად ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, მან უნდა დასახოს სწორი გზა სტურუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. გზა, რომელიც შესაბამის რეფორმებს მოიცავს, აერთიანებს საზოგადოებას და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობს. სწორედ ამიტომ, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, რომ მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ სანამ საქართველოს კანდიდატის სტატუს მიანიჭებს შეაფასოს, თუ როგორ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს. შეგახსენებთ, რომ ორ დღეში უნდა გახდეს ცნობილი ევროპარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის სტატუსზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)