|
2022-06-22 20:13:28, 909 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - NATO-ში გაწევრიანების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი ოკუპაციაა
NATO-ში გაწევრიანების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი ოკუპაციაა. - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ალიანსში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაში ოპოზიციაა დამნაშავე. " ჩვენ კარგად გვესმის, რომ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი არის ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები, 2008 წლის შემდეგ, აქ რომ მეჯდა ვაჟბატონი, მეგის ქარდავასა და დათა ახალაიას მეგობარი აკო მინაშვილი, ამ ვაჟბატონს ხელი აქვს მოწერილი კაპიტულანტურ რეზოლუციაზე, სად არის თქვენი პროტესტი, რეზოლუციაში პირდაპირ ბრალი დასდეთ სამხედროებს ომის დაწყებაში, ამაზე ხელი მოაწერეს ვინ - სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შედეგად მივიღეთ დაკანონებული ოკუპაცია, რუსეთმა განათავსა ორი ბაზა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსეთის მხრიდან ჩვენი ძირძველი ტერიტორიების უკანონოდ აღიარება მოხდა, ამან საბოლოოდ ჩიხში შეიყვანა პროცესი, რომელიც უკავშირდება ნატოში ინტეგრაციას". - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს უსმენდნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)