|
2022-06-22 12:11:28, 804 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 25-26 ივნისს, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე პარკში კონცერტები გაიმართება
„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 25-26 ივნისს, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე პარკში კონცერტები გაიმართება პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება და 25-26 ივნისს, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე პარკში საესტრადო შემსრულებლებისა და მუსიკალური ბენდების კონცერტები გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მუსიკალური საღამოები 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება. „ვაგრძელებთ პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, უქმე დღეებში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მუსიკალური საღამოები იმართება. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს პროექტი და უამრავი ადამიანი ესწრება, რაც სასიამოვნოა. ამჯერად, 25 და 26 ივნისს, დედაქალაქის მერია გლდანში გეპატიჟებათ საკონცერტო საღამოზე, სადაც თქვენს განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. ღონისძიებები გაიმართება გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე პარკში (N7 და N20 კორპუსებს შორის). დასაწყისი 19:00 საათზეა. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია. შეგიძლიათ მობრძანდეთ, ისიამოვნოთ, გაერთოთ და დაისვენოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)